არქივი29 ივნისი, 2024, 16:05
თამარ შუბლაძე: ერთი ცის ქვეშ, ევროპისკენ ჩემო ერო

მეცხრე ციდან გვიმღერიან ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
მომავალი დღეს იწყება სანაქებო!
ს აომარი იყო ლელო, გავიმარჯვეთ!
ა მოვტვიფრეთ, ისტორია ამოვქარგეთ;
ქ ართველების ვაჟკაცობა ამოვხატეთ;
ა რნახული აღმაფრენა გამოვხატეთ;
რ ჩეულობით ავამაღლეთ ჩვენი დროშა,
თ ავდადებით, ბრწყინვალებით ვაშრიალეთ;
ვ ხარობთ ერი! ვხარობთ ბერი! ვხარობთ მტერო!
ე რთი ცის ქვეშ, ევროპისკენ ჩემო ერო;
ლ ოცვის ძალით გათელილო მინდორ-ველო,
ო ქროს ხანას ვუბრუნდებით საქართველო!
მ ა დ ლ ო ბ ა უ ფ ა ლ ო . . .
ავტორი თამარ შუბლაძე, ლექსი სოციალური ქსელით ვრცელდება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.