ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თალაკვაძე: რა ფასებზე და სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებზე ლაპარაკობენ?

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ფასების ზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, წინა ხელისუფლების დროს სოციალური შემწეობის სახით სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს მხოლოდ 5 ლარს უხდიდნენ.

„რა ფასებზე და სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებზე ლაპარაკობენ? - 5 ლარს უხდიდნენ სოციალურ შემწეობას ბავშვებს, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობდნენ, დღეს 200 ლარს უხდის ჩვენი სახელმწიფო ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. ამ ხალხის მიერ მორალის პედესტალიდან საუბარი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.