თალაკვაძე: რა ფასებზე და სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებზე ლაპარაკობენ?

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ფასების ზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, წინა ხელისუფლების დროს სოციალური შემწეობის სახით სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს მხოლოდ 5 ლარს უხდიდნენ.

„რა ფასებზე და სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებზე ლაპარაკობენ? – 5 ლარს უხდიდნენ სოციალურ შემწეობას ბავშვებს, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობდნენ, დღეს 200 ლარს უხდის ჩვენი სახელმწიფო ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. ამ ხალხის მიერ მორალის პედესტალიდან საუბარი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ