არქივი13 მაისი, 2024, 01:04
თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალებისა და სპეცრაზმის დამატებითი მობილიზება მოხდა
თავისუფლების მოედანზე საპოლიციო ძალების დამატებითი მობილიზება მოხდა.
ტერიტორიაზე შევიდა რამდენიმე ავტობუსიც, რომელშიც სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, მათ შორის ნაწილი უკვე ეკიპირებულია და ავტობუსებთან დგას.
ადგილზე განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.
როგორც ცნობილია, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია - „გავათენოთ საქართველოსთვის“ მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.