ზურაბ გურული: ემანუელ ბითური და სკკპ 26-ე ყრილობა

ემანუელ ბითური და სკკპ 26-ე ყრილობა
—————————————————
ს ბაიდენისებურ წამოცდენას მასშტაბური ტრაგიკომიკური რეაქცია მოჰყვა დაფეთებული ნატო-ელებისაგან. მთელ კოალიციაში არ აღმოჩნდა თუნდაც ერთი ღირსეული პოლიტიკოსი, რომელიც ფრანგ კოლეგას ირიბ მხარდაჭერას მაინც გამოუცხადებდა. ცხადია, თანამედროვე დასავლური პოლიტიკური სტანდარტებით, მაკრონის განცხადება უსაფუძვლო აბსურდი იყო, მაგრამ მაინც შესაძლებელი იყო მისი დაბალანსება მაგალითად ასეთი განცხადებით:
– მართალია ამ ეტაპზე ნატო-ს ჯარების უშუალო ჩარევა არ მოისაზრება რუსეთ-უკრაინის ომში, მაგრამ არც გამოირიცხება. ეს ომი სახიფათო ესკალაციის ზღვარს უახლოვდება და თუ არ შეწყვეტს სუვერენული სახელმწიფოს ოკუპაციას, მსოფლიო თანამეგობრობა აუცილებლად დაიტოვებს მისი იარაღის ძალით ალაგმვის შესაძლებლობას. ჯერჯერობით კი გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების თანამედროვე იარაღით მომარაგებას -.
ამის ნაცვლად მსოფლიომ იხილა ამაზრზენი პოლიტიკური უტაქტობა და სილაჩრე.
პოლონეთის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ამერიკის ლიდერები ერთმანეთს ასწრებდნენ საფრანგეთის პრეზიდენტის „წამოცდენის“ უარყოფას. რუსი მანიაკის პატივმოყვარეობა უდავოდ ზენიტშია. ნატო-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გადამწყვეტ მომენტში მკვეთრ მოქმედებას ვერ შეძლებს.
“ღვთის გულისათვის! ეს კაცი აღარ შეიძლება დარჩეს ძალაუფლების სათავეში!!!” – განაცხადა ორი წლის წინათ ვარშავაში ჩასულმა ჯო ბაიდენმა. რამდენიმე დღის წინ სულ ბოზიშვილი ეძახა მთავარ რუსს, მაგრამ პუტინმა უკვე კარგად იცის ამ იმპოტენტური მუქარის ფასი. ეს მხოლოდ სიტყვებია.
-პუტინს ვერ დაამარცხებთ სანქციებით და იმ რწმენით, რომ მას რაიმე მორალი ან პრინციპები გააჩნია; თქვენ საქმე პოლიტიკოსთან კი არა, მონსტრთან გაქვთ – მიმართა გუშინ იულია ნავალნაიამ ევროპარლამენტს. ამ სიტყვებს ხანგრძლივი მქუხარე ტაშით შეხვდნენ ევროპის ლიდერები. არადა, სულ რამდენიმე საათის წინ იგივე ევროპა შეშინებული ცდილობდა მონსტრის წინაშე მობოდიშებას თავიანთი კოლეგის თავმოყვარეობის დაუნდობლად შელახვის ხარჯზე. მონსტრი დაარწმუნეს, რომ მისი ბირთვული ბლეფის სჯერათ და ეშინიათ.
-ჩვენ გვირჩევნია ადვილად გასაშიფრი ბაიდენი, ვიდრე ძნელად საწინასწარმეტყველები ტრამპი – ცინიკურად განაცხადა პუტინმა. ამ შემთხვევაში ის დემონურად მართალი იყო.
-თქვენ არ უნდა იყოთ მოსაწყენი და ერთფეროვანი – თქვა სასოწარკვეთილმა ნავალნაიამ. ფეხზე წამომხტარმა ევროპარლამენტარებმა მქუხარე ტაში მიაგებეს ამ სიტყვებსაც.
მე არ ვიცი რას ფიქრობდა ამ დროს იულია ნავალნაია, მაგრამ მე კი სსრკ-ს 26-ე ყრილობა და მისი აღტყინებული დეპუტატები გამახსენდა.
დემოკრატიული მსოფლიოს თავმოყვარეობა დღეს უკრაინელი ჯარისკაცის სიმამაცეზე და გამძლეობაზე გადის. მოახერხებენ და დასძლევენ კოლოსალურ სამხედრო და პოლიტიკურ წნეხს? უნდა მოახერხონ … – წერს  სოციალურ ქსელში მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …