ზურაბ გურული: და ამერიკამ გადადგა ეს ნაბიჯი!

REPO- აქტი და ახალი ქართული კანონის ექო.
ძალა ერთობაშია!
——————————————————–
ამერიკის კონგრესის სპიკერი მაიკ ჯონსონი სახელმწიფოს მესამე უმაღლესი პირია თავისი პოლიტიკური რანგით; შესაბამისად, პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან ერთად მას აქვს წვდომა ისეთ სადაზვერვო მასალაზე, რაც მიუწვდომელია სენატორებისა და კონგრესმენებისათვის. სწორედ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული სადაზვერვო ინფორმაციის გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა სპიკერმა ჯონსონმა, რომ მეტი დაყოვნება აღარ შეიძლებოდა და უშიშრად დაუპირისპირდა რადიკალი რესპუბლიკელების იმ ჯგუფს, რომლებმაც თავის დროზე წამოაყენეს მისი კანდიდატურა სპიკერის თანამდებობაზე.
“მე ვფიქრობ გააგრძელებს ლაშქრობას მთელ ევროპაში, თუ ჩვენ ამის ნებას მივცემთ. მე მირჩევნია (ხვალ) ამერიკელი ბიჭების ნაცვლად (დღეს) ს ტყვია-წამალი გავუგზავნო. ჩემი შვილი შემოდგომაზე აბარებს სამხედრო-საზღვაო აკადემიაში და როგორც ჩემთვის, ასევე ბევრი ამერიკული ოჯახისათვის, ეს თემა სახუმარო არ არის“ – განაცხადა სპიკერმა.
რესპუბლიკელების ლიდერს, დონალდ ტრამპს არ გაუკრიტიკებია მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილება, მიუხედავად მისი მომხრე რადიკალების უკიდურესი აღშფოთებისა. ტრამპმა აქაც ისეთივე დროული კომპრომისი გააკეთა, როგორც აბორტების თემასთან დაკავშირებით, როდესაც ცალკეული შტატების პრეროგატივად აქცია ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთი ბრწყინვალე დიპლომატიური პარტია მოიგო. მისმა პირადმა შეხვედრამ სპიკერ ჯონსონთან ალბათ გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარებაში. როგორც ჩანს, ლუიზიანელი კონსერვატორი ოჯახის მამა შეძრა უკრაინელი მამის სასოწარკვეთამ და მაიკ ჯონსონმა პირადი კარიერა უყოყმანოდ გარისკა საკუთარი გუნდის მძვინვარე ოპონენტებთან დაპირისპირებით.
გარდა ამისა, კონგრესმა უკრაინის დახმარების პაკეტში შეიტანა პრაქტიკულად უნიკალური აქტი, რომელიც ცნობილია ე.წ. „REPO-act“-ის სახელწოდებით. ამ აქტის თანახმად ამერიკა კონფისკაციას უკეთებს თავის ბანკებში განთავსებულ რუსულ ფულს და გადასცემს უკრაინას მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.
ეს უპრეცედენტო აქტია. მას უამრავი ოპონენტი ჰყავდა ამერიკის და დიდი შვიდეულის ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებში. დიდი შვიდეულის ლიდერები აცხადებდნენ, რომ თუ ამერიკა მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, მხოლოდ მაშინ გადადგამდნენ ანალოგიურ ნაბიჯს და თავიანთი ქვეყნების ბანკებში გაყინულ რუსულ ანგარიშებსაც უკრაინელებს გადასცემდნენ.
და ამერიკამ გადადგა ეს ნაბიჯი!
– ოპონენტები ამბობენ რომ ეს გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებს ამერიკის ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეპუტაციაზე; რომ უცხოური ქვეყნები აწი იყოყმანებენ ამერიკულ ბანკებში საკუთარი შემოსავლების შენახვაზე, მაგრამ მე მინდა მათ ვუთხრა, რომ მე არ მინდა ამერიკულ ბანკებში კრიმინალების კუთვნილი თანხები ინახებოდეს! – განაცხადა რუსეთში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, ცნობილმა პოლიტიკოსმა მაიკ მაკფოლმა.
პროცესი დაიძრა. დასავლეთის ბანკებში განთავსებული რუსული 350 მილიარდი დოლარი ეტაპობრივად გადაეცემა უკრაინას.
ალბათ ხვდებით რა კავშირშია ეს პროცესები საქართველოს პარლამენტის მიერ „ნებისმიერი წარმოშობის“ უცხოური ოფშორული ანგარიშების გამარტივებული სახით, დაუბეგრავად ქართულ საბანკო სისტემაში გადმოტანის შესახებ ფაცხაფუცხით მიღებულ კანონთან.
კრიმინალების კუთვნილი ბინძური ფული არც ქართულ ბანკებში არ უნდა ინახებოდეს. არავითარი პრაგმატიზმი და „ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდეს“ ამ ქმედებაში არ არსებობს. ამ ბინძურ ფულს სავალდებულო ანტურაჟად მოჰყვება საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატებიც, თავიანთი უბნელესი და უბინძურესი „ბიზნესებით“, რომლებიც ადგილობრივ კრიმინალურ სინდიკატთან ერთად კატასტროფამდე მიიყვანენ ქვეყანას. ამ ბინძური ფულის ვერცერთ ცენტს ვერ იხილავს საქართველოს ბიუჯეტი. ეს თანხები უკვალოდ ჩაილექება სინდიკატის წევრების ჯიბეებში.
სწორედ ამ ეროვნულ, ეგზისტენციალურ კატასტროფას უნდა დაუპირისპირდეს დღეს ქართველი ახალგაზრდობა ახალი ენერგიით, ახალი ფიცითა და ახალი ერთობით.
რადგანაც სწორედ ერთობაშია ქართული ძალა!” – წერს სოციალურ ქსელში.
ცნოვისათვის, -ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ამერიკელი სენატორები უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭს სამშაბათს, 23 აპრილს უყრიან.”სენატი მზადაა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ დამატებით კანონმდებლობასთან დაკავშირებით. პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა დაფინანსება უკრაინის, სა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. სენატი შეთანხმდა სამუშაოს დასრულებაზე პირველი კენჭისყრით სამშაბათს“, – წერს ჩაკ შუმერი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!