ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩევნო შტაბის ლიდერებმა და კოორდინატორებმა პარტია დატოვეს

ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩევნო შტაბის ლიდერებმა, რიგითმა წევრებმა და სოფლის კოორდინატორებმა პარტია დატოვეს.
აღნიშნულ საკითხზე ზუგდიდის სკეიტ პარკში ენმ-ს ყოფილმა წევრებმა ბრიფინგი გამართეს.
მათი განმარტებით, ისინი პარტიაში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოები არიან და ს გუნდს უერთდებიან.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები მოქალაქეებმა, საარჩევნო ზონის უბნის კოორდინატორებმა და წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, შევუერთდეთ ნიკა მელიას გუნდს, დავტოვოთ “ენმ“ და გავაგრძელოთ მელიას გუნდთან ერთად ჩვენი სიმართლითა და ღირსებით ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის”,- განაცხადეს ბრიფინგზე.
მანამდე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის საკრებულოში პარტიის 14-მა წევრმა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ