ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა დან დევნილი ჯიმშელიების დაყაჩაღება გამთენიისას სცადეს. მისივე თქმით, ცოლ – ქმარმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ცოლი მოკლეს, ქმარს კი სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. არსებული ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მოკლული 70 წლამდე ქალია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცავები თავდამსხმელებს ეძებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ