არქივი3 თებერვალი, 2026, 14:45
ზვიად კვარაცხელია: ამათ გადაგვასახლეს მგონი, ძამა!

მწერალი ზვიად კვარაცხელია:
სტალინზე გაბრაზებული ხრუშჩოვი ქართველ ხალხს ციმბირში გადასახლებით რომ დაემუქრა და ამით სასოწარკვეთილი ვ. პ. მჟავანაძე მუხლებში ჩაუვარდა გენსეკს, მაგას ნუ იზამთო, ხრუშჩოვს გაკვირვებია – შენ რა გადარდებს, იქაც ცეკას პირველი მდივანი იქნებიო. ჰოდა, იმ წელს დიდი თოვლი მოსულა თბილისში, დიდი და უხვი, ისეთი, ყველას რომ უკვირდა და ნოდარ დუმბაძეს უთქვამს მეგობრებისთვის:
– ამათ გადაგვასახლეს მგონი, ძამა!
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.