ზვავსაშიშროების გამო ბაკურიანში სამძებრო სამუშაოები შეჩერდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ბაკურიანში სამძებრო სამუშაოები ზვავსაშიშროების გამო შეჩერდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ მაშველები დაკარგული ადამიანის ძებნას შესაძლებლობისთანავე გააგრძელებენ.
ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა დღეს, 28 მარტს ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, ზვავში, მოყოლილია ერთი ადამიანი. ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართული იყო სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.
სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენითაც.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა – ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა