ზელენსკი ითხოვს გეგმას რუსეთში მცხოვრები უკრაინელების ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად

უკრაინის პრეზიდენტმა მ მთავრობას დაავალა, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა ს ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები უკრაინელების ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად. ზელენსკიმ შესაბამისი ბრძანება გამოსცა დღეს, 22 იანვარს, როცა სახელმწიფო დღესასწაულს – ერთიანობის დღეს – აღნიშნავს. 105 წლის წინ, 1919 წლის 22 იანვარს, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის და დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის გაერთიანების აქტი მიიღეს.
უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მინისტრთა კაბინეტმა საერთაშორისო ექსპერტების, უკრაინელების მსოფლიო კონგრესის, მეცნიერების და საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით უნდა შეიმუშაოს და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგინოს სამოქმედო გეგმა რუსეთის ფედერაციაში უკრაინელების ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად, მათ შორის ისტორიულად უკრაინელებით დასახლებულ მიწებზე. ასეთ ტერიტორიებად დასახელებულია დღევანდელი კრასნოდარის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კურსკისა და როსტოვის ოლქები.
გეგმაზე მუშაობისას გათვალისწინებული უნდა იყოს რუსეთის ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, იძულებითი რუსიფიკაციის, პოლიტიკური რეპრესიების და დეპორტაციის ამსახველი ფაქტებისა და მტკიცებულებების მოპოვება და შესწავლა, ისტორიული მეხსიერების აღდგენა და შენარჩუნება და მუშაობის გააქტიურება რუსეთის დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ.
პრეზიდენტი ზელენსკი გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებს, რომ რუსეთი საუკუნეების განმავლობაში სისტემატურად მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს უკრაინელების ჩაგვრის, ეროვნული იდენტობის განადგურების და მათი უფლებების და თავისუფლების დარღვევის მიზნით, მათ შორის ისტორიულად უკრაინელებით დასახლებულ რუსეთის ტერიტორიებზე.
უკრაინის პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო ვალდებულებები დაიცვას და უზრუნველყოს თავის ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელებისთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების, სამოქალაქო, სოციალური, კულტურული და რელიგიური უფლებები. ზელენსკის ბრძანებას რუსეთი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება