პუტინი ომის მონაა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი თავს მეფედ აღიქვამს და ომის იდეითაა შეპყრობილი.
“წარმოგიდგენიათ პუტინი ომის გარეშე? ახლა მისი ყურადღება უკრაინაზეა გადატანილი. თუმცა, ის არ დათმობს სხვა ევროპულ ერებს, ომის იდეას. მას შეუძლია თავი მეფედ აღიქვას, სინამდვილეში კი პუტინი ომის მონაა” – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა, რომ კრემლის თანამზარხველებზე და თქვა, რომ რუსეთს ფინანსური სტაბილურობის გარანტიები ჯერ კიდევ აქვს ისეთი რეჟიმებისგან, როგორებიცაა, ჩრდილოეთ კორეა.
რუსეთს ჯერ კიდევ ჰყავს თანამზრახველები — ისეთი რეჟიმები, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, და კომპანიები მთელ მსოფლიოში, მათ შორის ბევრი ჩინეთიდან, რომლებიც სანქციებს გვერდს უვლიან და რუსულ იარაღსა და რაკეტებისთვის კომპონენტებს აწვდიან.
ამასთან ერთად, პუტინს კვლავ აქვს ფინანსური სტაბილურობის გარანტიები — და მათი დიდი ნაწილი სწორედ აქ, ევროპაში, ევროპულ ზღვებშია. ვგულისხმობ იმას, რომ რუსული ნავთობის ტანკერები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის სანაპიროებთან — ბალტიის ზღვაში, ჩრდილოეთის ზღვაში და ხმელთაშუა ზღვაში. მთლიანობაში რუსეთი კვლავ იყენებს 1000-ზე მეტ ტანკერს — თითოეული მათგანი ფაქტობრივად „მოცურავე ტყვიაა“ კრემლისთვის.
მე ამ თემაზე ცოტა ხნის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ მაკრონს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და სხვა ლიდერებს და მადლობა გადავუხადე მათ მზადყოფნისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ვისაუბრეთ ევროპული კანონმდებლობის განახლებაზე, რათა რუსული ტანკერები არა მხოლოდ დააკავონ, არამედ დაბლოკონ და კონფისკაციაც მოახდინონ — ისე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებს თავის სანაპიროებთან „ჩრდილოვან“ ტანკერებზე. ეს მუშაობს. ნავთობის ფულის გარეშე პუტინს ამ ომისთვის ფული არ ექნებოდა. მოდით, ეს შესაძლებელი გავხადოთ.




