– პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ვაფასებთ, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალ ფორმას, რომელიც უკრაინის საჭიროებებიდან გამომდინარე იარაღის უფრო მასშტაბურ შესყიდვას ისახავს მიზნად – ეს არის პოლონური სესხი უკრაინისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დონალდ ტუსკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ -პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ პროდუქტიული მოლაპარაკებები შედგა.
„ასევე, მე და პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა იარაღის ერთობლივად წარმოების შესაძლებლობები განვიხილეთ. მადლობა პოლონეთს უკრაინის მხადაჭერისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ილჰამ ალიევის განცხადება, რომ დღეს სატრანზიტო მარშუტი საქართველოზე გადის და ხვალ სომხეთზე გაივლის, ანგრევს ყველაფერს რასაც მივაღწიეთ 90-იან და 2000-იან წლებში, როგორც ქვეყანამ