ვოლოდიმირ ზელენსკი – აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს – ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს

უკრაინის პრეზიდენტი, ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს ს მიერ ში შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო მიმართვისთვის მადლობას უხდის.
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს ძალიან აფასებს.
„გმადლობ ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს”, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.
შეგასენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა და ვერ შეძლო უკრაინისა და უკრაინელების სიმტკიცის გატეხა.
„რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის წერილზე – გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და არანაირი საფრთხე რომელიმე ორგანიზაციას არ ემუქრება, როგორიც რუსულ ან სხვა ხისტ კანონებშია, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს გააჩნია