კახა კალაძე – შეიკრიბონ, რა არის პრობლემა? ვისაც, სადაც უნდა იქ შეიკრიბოს, ჩაატაროს აქცია, გამოთქვას თავისი მოსაზრებები

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საპროტესტო აქციის ჩატარება და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმაში არავინ არის შეზღუდული, „მაგრამ მთავარია, ეს მშვიდობიანად და ცივილურად მოხდეს“.
ასე გამოეხმაურა კალაძე ოპოზიციის განცხადებას, რომ პროტესტი არ შეწყდება და დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად ისევ შეიკრიბებიან.
„შეიკრიბონ, რა არის პრობლემა? ვისაც, სადაც უნდა იქ შეიკრიბოს, ჩაატაროს აქცია, გამოთქვას თავისი მოსაზრებები. მეგობრებო, ამაში არავინ არის შეზღუდული, მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად, ცივილურად, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება“,-განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის