აშშ-ის პრეზიდენტი დუმს აშშ-ის უნივერსიტეტებში ღაზის ომის გამო გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე

-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ბოლო კომენტარი ღაზის სექტორში ომის მიმართ აშშ-ის უნივერსიტეტებში გამართული საპროტესტო აქციების დროს შეტაკებებსა და ძალადობაზე გააკეთა ორ კვირაზე მეტი ხნის წინ.
რესპუბლიკური პარტია ამ დროს კამპუსებში არსებული მღელვარების გამოყენებას ცდილობს დემოკრატების წინააღმდეგ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
ღაზის სექტორში 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ აშშ-ის ბევრ უნივერსიტეტში გაიმართა საპროტესტო აქცია. პროტესტი გამწვავდა ბოლო კვირებში.
1 მაისს ნიუ-იორკის პოლიციამ 300-მდე ადამიანი დააკავა კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის სიტი კოლეჯში გამართულ პროპალესტინულ აქციებზე. ქალაქის მერმა ერიკ ადამსმა საპროტესტო აქციებში ბრალი დასდო გარეშე აგიტატორებს, თუმცა ამის დასტური არ მოუტანია.
პირველი მაისს, დილით, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) კამპუსში, პოლიციამ თავისი ძალები განალაგა მას შემდეგ, რაც ს მხარდამჭერები თავს დაესხნენ პროპალესტინელი სტუდენტების მიერ მოწყობილ ბანაკს.
უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა მიმართავს ხოლმე სამართალდამცავ ორგანოებს, გაწმინდონ კამპუსების ტერიტორია, როცა მათ სტუდენტები იკავებენ პროტესტი ნიშნად. შეტაკებები მედიის და პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრშია.
ჯო ბაიდენმა თავისი ბოლო კომენტარში, რომელიც ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ გააკეთა, დაგმო “ანტისემიტური პროტესტი” და ისინი, “ვისაც არ ესმის, რა ხდება პალესტინელების თავს”.
კალიფორნიაში, ბერკლის ცნობილ უნივერსიტეტში, დემონსტრაციები ჩატარდა მშვიდობიანად, დაკავებისა და კამპუსის მუშაობისთვის ხელის შეშლის გარეშე.
Reuters-ის თანახმად, საპროტესტო აქციები განსხვავებული ფორმით მოეწყო სხვადასხვა უნივერსიტეტში, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოქმედებენ ადმინისტრაცია, სტუდენტები და პოლიცია იმისთვის, რომ აქცია არ გადაიზარდოს სრულმასშტაბიან კრიზისში. ბერკლის სამხრეთში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, რომელიც იმავე საუნივერსიტეტო სისტემაში შედის, სხვა ვითარება იყო, როცა პოლიცია 1 მაისს საღამოს მოემზადა იმისთვის, რომ დაეშალა პალესტინის მომხრეთა ბანაკი მას მერე, რაც წინა დღეს ისრაელის მომხრეთა მხრიდან ბანაკზე განხორციელდა ძალადობრივი თავდასხმა.
ლოს-ანჯელესის სასწავლებელმა ბანაკი უკანონო შეკრებად გამოაცხადა.
ასევე ლოს-ანჯელესში, გასულ კვირაში პოლიციის სპეცრაზმი შევიდა სამხრეთ კალიფორნიის კერძო უნივერსიტეტში და დააკავა პალესტინელთა მომხრეების საპროტესტო გამოსვლის ათეულობით მონაწილე.
საპროტესტო გამოსვლები მსგავსად ჩაახშეს ბევრ კოლეჯში მთელ ქვეყანაში, არიზონის სახელმწიფო კოლეჯიდან დაწყებული ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტით დამთავრებული და ოჰაიოს უნივერსიტეტიდან იელის უნივერსიტეტამდე.
სულ დღეისთვის პოლიციამ დააკავა 1000-მდე სტუდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ