ო’ბრაიენი: თუ მთავრობა რუსეთზე დაფუძნებულ კანონებს მიიღებს, ჩვენთვის ვითარება ნათელი გახდება

საქართველომ გასულ შემოდგომაზე განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატად გამოცხადების შესახებ, რასაც დიდი შრომა დასჭირდა ხელისუფლების მხრიდან.
რა არის სასწორზე? ეს შეუძლებელი იქნება, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ სურს რუსეთზე დაფუძნებული კანონების მიღება. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენთვის [ვითარება] ნათელი იქნება. და თუ მთავრობა იტყვის – არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, სხვა რამ გვსურს, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან განსხვავებული საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ. რისი იმედიც გვაქვს და რაც გვინდა დავინახოთ, არის ის, რაც გუშინ ბატონ კოპმანთან ითქვა, რომ დაიწყებენ ჩვენთან საუბარს იმაზე, თუ როგორ მოიყვანონ ეს კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში.