– თუ რუსეთ--ის მოლაპარაკებების დროს საქმე ბუდაპეშტის გამოყენებამდე მივა, ძალიან მოხარული ვიქნები

ს პრეზიდენტი, არ გამორიცხავს, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები ბუდაპეშტში სამიტამდე მივიდეს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე განაცხადა.
„თუ მოლაპარაკებების დროს საქმე [მოლაპარაკებების ადგილად] ბუდაპეშტის გამოყენებამდე მივა, ძალიან მოხარული ვიქნები“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების ადგილად ბუდაპეშტი -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაასახელა.
„ეს დონალდის წინადადება იყო. მან მაშინვე თქვა: „ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს უნგრეთთან, თქვენ და ვიქტორს კარგი ურთიერთობები გაქვთ და ასევე მეც, ამიტომ ამ ვარიანტს გთავაზობთ“. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდებით“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, კრემლში გამართულ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა და ვიქტორ ორბანმა უკრაინის გარშემო არსებული ვითარება და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, და პიტერ სიიარტო, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი და ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და უნგრეთის ლიდერები შეხვედრის შემდეგ პრესასთან საუბარს არ გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – გომელაურმა ვიწრო კუთხიდან თქვა, ნივთიერება მერაბიშვილმა შეიძინაო, მაგრამ წერა-კითხვის მცოდნეებმა წაიკითხეს, რომ შენახვაც შეიძლება გახდეს კონვენციის დარღვევის საბაბი და განაცხადეს, რომ არ ჰქონიათ – გამოაქვეყნონ შემადგენლობა, დასამალი რა არის?