ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინს შეხვედრა სურს და ვაპირებ შეხვედრას ძალიან სწრაფად – ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ს განცხადებით, ის აპირებს ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს “ძალიან სწრაფად” შეხვდეს მას შემდეგ, რაც მომავალ კვირას თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კითხვაზე, რა არის ომის დასრულების მისი სტრატეგია, ტრამპმა Newsmax-ს განუცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ის პუტინზეა დამოკიდებული.
„არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ის პუტინზეა დამოკიდებული. ვერ წარმომიდგენია, ის ძალიან აღფრთოვანებული იყოს იმით, თუ როგორ მიდის საქმე, რადგან მისთვისაც არ მიდის სავსებით კარგად“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, პუტინს მასთან შეხვედრა სურს.
„ვიცი, რომ მას სურს შეხვედრა და მე ვაპირებ შეხვედრას ძალიან სწრაფად. ამას უფრო ადრე გავაკეთებდი, მაგრამ საჭიროა ოფისში ყოფნა. ზოგიერთი რამისთვის საჭიროა, იქ იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.