ვიღაცას ეშინია, რომ შვილს “ელჯიბიტიდ” გადაუქცევენ – გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

ამბობს, რომ ყველაზე ცუდი დათვლითაც კი, ოპოზიცია ხელისუფლებას მაქციმუმ 70-ით 30-ს და მინიმუმ 60-ით 40-ს უგებს.
მან განმარტა “ქართული ოცნების” მხარდამჭერების პოზიციები და თქვა, რომ ამ ადამიანებს გარკვეული შიშები აქვთ, რის გამოც, ოპოზიციას არ უჭერენ მხარს.
“ყველაზე ცუდი დათვლითაც კი, 60-ით 40-ს ვუგებთ ხელისუფლებას, არ იგულისხმება ემიგრაცია, თუ ჩავთვლით, მაშინ 70-ით 30-ია. პროდასავლურია 70 და 30 ამათი {ქართული ოცნების} რომლებიც სხვადასხვა ინტერესებით არიან ერთად- შიშების გამო, ვიღაცას სინათლის ეშინია, ვიღაცას ევროპის, ვიღაცას ეშინია, რომ შვილს “ელჯიბიტიდ” გადაუქცევენ”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ 14 მარტს, “ფორმულის” ეთერში სტუმრობისას.

ასევე დაგაინტერესებთ

იქ, სადაც ნამდვილად ჩემი საქართველოა, პატივს სცემენ მშობელს, მეგობრებს და ყველას, ვინც თავის საქმეს აკეთებს – იქ, სადაც ჩემი საქართველოა, თუ ვინმეს შეაფურთხებენ მზად არიან, პასუხიც აგონ და მეორე დღეს, ვისაც აფურთხებენ, იმასთან არ რეკავენ მიშველეო

მმართველი პარტია არ არის პრორუსული. ისინი პრაგმატიკოსები არიან, რომლებსაც გულწრფელად აწუხებს თავისი პატარა ერის სუვერენიტეტის შენარჩუნება და მათი შეშფოთება არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ სავსებით ლეგიტიმურია