ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვინ შეცვლის რუსლან აბაშიძეს და ვის გამო დაატოვებინეს მას თანამდებობა? – მედია

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თანამდებობას ტოვებს და მას “ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი შეცვლის.
ლევან მგალობლიშვილი 2019-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2021 წლის 5 იანვრიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. ამჯერად მან სიის პირველი ნომერი (პრემიერ-მინისტრი) გიორგი გახარია შეცვალა. მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ, სამთავრობო ცვლილებას ხელი ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა.
რუსლან აბაშიძე საქარათველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის კადრია და როგორც თაიმერი წყაროზე დაყრდნობით წერს, მისი გათავისუფლების მიზეზი ეს გახდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.