ვილნიუსში დააკავეს რუსეთის საელჩოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი

ვილნიუსში დააკავეს ს საელჩოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, იუწყება პორტალი Delfi. საელჩოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება ორჯერ სცადეს.
გამოცემის ცნობით, 1974 წელს დაბადებული ეჭვმიტანილი „უკვე იმყოფებოდა პოლიციის ყურადღების ცენტრში“. სხვა დეტალები არ ვრცელდება. სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ ქონების დაზიანების ფაქტზე საზოგადოებისთვის სახიფათო გზით. ეჭვმიტანილს ჯარიმა, თავისუფლების შეზღუდვა, დაპატიმრება ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
7 და 8 აპრილს უცნობმა პირმა საელჩოს შენობას მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რამაც კედელი დააზიანა.
ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის რამდენიმე საელჩოს დაესხნენ თავს სხვადასხვა ქვეყანაში. ტალინში დიპლომატიურ წარმომადგენლობას კვერცხები დაუშინეს. ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მას ცეცხლი მოედო.
კიშინიოვში რუსეთის საელჩოს ორჯერ დაესხნენ თავს: 2022 წლის ოქტომბერში მას პეტარდები ესროლეს და ღობეზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს, 2023 წლის აგვისტოში კი წარმომადგენლობის ჭიშკარი ავტომობილმა გაანგრია.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი” – ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ მიესალმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს