არქივი26 თებერვალი, 2025, 22:52
(ვიდეო) – მოხალისეები აცანაში ნიჩბებით წმენდენ გზას

აცანა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დათო ქაცარავა და სხვა მოხალისეები მოსახლეობის დასახმარებლად. (თოვლის საფარის სიმაღლეს დააკვირდით ეზოში)
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აცანის გზა გაწმენდილია, მოხალისეები წავიდნენ ადამიანების დასახმარებლად, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გზა სანახევროდაც არ იყო გაწმენდილი და მეტიც, მათ დახვდათ თოვლში გაჩერებული პოლიციის, სასწრაფოს მანქანები და ტრაქტორიც კი. პოლიციის მანქანას მოქალაქეები დაეხმარნენ და შენიშვნაც მისცეს, რომ ჯაჭვები არ აქვს საბურავებზე დამაგრებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.