არქივი27 ივნისი, 2024, 10:37
ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად - აშშ-ის საელჩო
საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვებას ულოცავს.
„საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას!
გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად!“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მილოცვაში.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და მერვედფინალში გავიდა. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.