არქივი17 მაისი, 2024, 12:39
"ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს" - დღეს, მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალების დღეა
ანდუყაფარო,
ლიპარიტო, -
დარნო მთათანო,
ბაგრატოვანთა ბანოვანის
ტანო-ტატანო,
ბიჭო სესეო,
თოთიკაანთ
ქალო მელანო,
ვაჟას არწივო,
შოთას ვეფხვო,
ტატოს მერანო;
ბზიფო,
ენგურო,
ალაზანო,
მტკვარო,
იორო,
აგერ ახლახანს
გარდაცვლილო გალაკტიონო;
ქინძმარაულო,
ტიბაანო, -
ღვინოვ კახურო;
გამოსროლილო ხევსურეთით
ლექსო ხალხურო,
დიდო კოლხეთო,
დიდო ქართლო,
დიდო შამქორო, -
ვერ დამადუმონ,
ვერ დამძალონ, -
თუნდაც ჩამქოლონ.
ვერ შეაჩერებს ვერაფერი
სიტყვას გაბედულს -
ფრთები მასხია თქვენგნით,
მხოლოდ თქვენგნით რამეთუ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.