“ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე პრობლემა გვაქვს” – მინისტრის მოადგილე ინვესტიციებზე

“იმაში, რომ რაიმე პრობლემა გვაქვს, ვერ დაგეთანხმებით”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოცულობის შეფასებისას განაცხადა. BMG-ის კითხვაზე, რატომ არ იზრდება დარგში უცხოური ინვესტიციების მოცულობა, თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, რომ დარგი ვითარდება.