ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი განცი კამალა ჰარისს ნეთანიაჰუს ნებართვის გარეშე შეხვდება

-ის ვიცე-პრეზიდენტი, , ორშაბათს ს „ომის კაბინეტის“ წევრებს მასპინძლობს, რომლებიც ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაუს წინააღმდეგობის მიუხედავად იმყოფებიან.
ნეთანიაჰუს ცენტრისტი პოლიტიკური კონკურენტი ბენ განცი, მიმდინარე კვირაში, ბაიდენის ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანს შეხვდება, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, ეროვნული უშიშროების საბჭოს ახლო აღმოსავლეთის კოორდინატორ ბრეტ მაკგრუკს და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველ, ჯეიკ სალივანს. პრეზიდენტი , სამშაბათამდე, „კემპ დევიდის“ საპრეზიდენტო რეზიდენციაში იმყოფება.
ვიცე-პრეზიდენტთან განცის დაგეგმილ შეხვედრას წინ უსწრებდა ისრაელის მიმართ კამალა ჰარისის მოწოდება, ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ. ადმინისტრაციის წარმომადგენელბს მიაჩნიათ, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, ბრძოლას მინიმუმ ექვსი კვირით შეაჩერებდა და გაზრდიდა ზეწოლას ისრაელზე, ხელი არ შეუშალოს პალესტინელი ხალხისთვის საერთაშორისო დახმარების მიწოდების ძალისხმევას. ბოლო კვირების განმავლობაში, რეგიონი და შეერთებული შტატები ამ ჩარჩო შეთანხმებას მხარს უჭერს.
”ღაზაში ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი, მინიმუმ, მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში“, – თქვა ჰარისმა კვირას სელმაში, ალაბამას შტატში სიტყვით გამოსვლისას. ”ეს ტყვეობიდან დაიხსნის მძევლებს და დაუშვებს მნიშვნელოვან დახმარებას“, – განაცხადა ჰარისმა.
”ეს მოგვცემს საშუალებას ავაშენოთ რაღაც უფრო გამძლე, რათა უზრუნველიყოს ისრაელის უსაფრთხოება და პატივი ეცეს პალესტინელი ხალხის ღირსების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლებას“, – თქვა ჰარისმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ისრაელის მთავრობამ „უფრო მეტი უნდა გააკეთოს დახმარების ნაკადის საგრძნობლად გაზრდისთვის“.
„არანაირი გამართლება“ არ არის, თქვა ჰარისმა. „მათ უნდა გახსნან ახალი სასაზღვრო პუნქტები. მათ არ უნდა დააწესონ არასაჭირო შეზღუდვები დახმარების მიწოდებაზე. მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ჰუმანიტარულ პერსონალზე, ობიექტებსა და ავტოკოლინებზე თავდასხმები არ მოხდეს. მათ უნდა იმუშაონ ძირითადი სერვისების აღსადგენად და ღაზის სექტორში წესრიგის აღსადგენად, რათა მეტმა საკვებმა, წყალმა და საწვავმა მიაღწიოს მათთან, ვისაც ეს სჭირდება“.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, ისრაელი არსებითად დათანხმდა შეთანხმებას და თეთრმა სახლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა ამ შეთანხმებაში შესვლაზე პასუხისმგებელი „ჰამასია“.
ნეთანიაჰუს ულტრამემარჯვენე „ლიკუდის“ პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში შეხვედრებისთვის, განცს პრემიერ-მინისტრის თანხმობა არ ჰქონდა და რომ ნეთანიაჰუს კაბინეტის ოფიციალურ პირთან, “მკაცრი საუბარი” ჰქონდა. მიმომხლიველთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ხაზს უსვამს ისრაელის ხელმძღვანელობაში გაღრმავებულ ბზარს.
ისრაელის სხვა ოფიციალური პირები, საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესთან“ ანონიმურობის დაცვის გარანტით საუბრისას აცხადებენ, რომ განცის მიზანია გააძლიეროს კავშირები შეერთებულ შტატებთან, გააძლიეროს ისრაელის ომის მხარდაჭერა და უზრუნველყოს ისრაელელი მძევლების გათავისუფლება. განცი შეერთებულ შტატების შემდეგ ლონდონში გამგზავრებას გეგმავს.
შეერთებულმა შტატებმა ღაზისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება საჰაერო გზით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მთელმა ქვეყანამ იცის, რომ “ქართულ ოცნებას” 29 აპრილს ძალით მოჰყავს ხალხი, აშანტაჟებენ, რომ სამსახურიდან გაუშვებენ და ათას უბედურებას კადრულობენ – სიმართლე ეს არის, მარტო არიან დარჩენილი