ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვალერი ფიოდოროვი: უკრაინაში ომის წყალობით ცხოვრება გაუმჯობესდა, უარესი გახდა მხოლოდ თბილისურ სანაგვეებზე

ვალერი ფიოდოროვი: უკრაინაში ომის წყალობით ცხოვრება გაუმჯობესდა, უარესი გახდა მხოლოდ თბილისურ სანაგვეებზე
უკრაინაში ომის წყალობით ცხოვრება გაუმჯობესდა, უარესი გახდა მხოლოდ თბილისურ სანაგვეებზე - ეს განცხადება გააკეთა რუსეთის სოციოლოგიური კვლევების სახელწიფო ცენტრის ხელმძღვანელმა ვალერი ფიოდოროვმა.
საბჭოთა გადმონაშთი, კვლევითი ცენტრი ВЦИОМ, რა თქმა უნდა რეალურად არ სწავლობს საზოგადოების განწყობას და კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
ფიოდოროვის განცხადება ასე ჟღერს: "გაძვირდა ბინები და მანქანები, წამლები და მომსახურება. მაგრამ ხელფასებიც გაიზარდა, უმუშევრობაც გაქრა! კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა მხოლოდ მათთვის, ვინც თბილისურ სანაგვეებსა და ბალტიისპირეთის ღარიბულ უბნებში ხეტიალი გადაწყვიტა".
ფიოდოროვის ეს უკანასკნელი ფრაზა უკეთ რომ აღიქვათ და თარგმანში მისი ღვარძლი არ დამეკარგოს, მის ორიგინალურ ვერსიასაც გთავაზობთ რომელიც ასე ჟღერს: "Совсем плохо стало только тем, кто решил рыскать по тбилисским помойкам и прибалтийским трущобам".
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.