საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფოს სასარგებლოდ 9 მილიონამდე ლარის გადახდა დაეკისრათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე გზირიშვილმა დღეს, 29 სექტემბერს მიიღო.
ეს იყო სამოქალაქო დავა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ სააკაშვილისა ჯანაშიას წინააღმდეგ მას შემდგე დაიწყო, რაც ე.წ. პიჯაკების საქმეზე მათ სასჯელი მიესაჯათ. სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ, 2025 წლის 12 მარტს მიიღო. მან ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თემურ ჯანაშიას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის – 300 000-ლარიანი ჯარიმა.
ამავე თემაზე:
· ე.წ. პიჯაკების საქმეზე სააკაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა




