ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ექვსი წელი ვიტანდი მასწავლებლის ფიზიკურ თავდასხმებს” – რას იხსენებს ინგა გრიგოლია

,, ექვსი წელი ვიტანდი მასწავლებლის ფიზიკურ თავდასხმებს” – რას იხსენებს ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია:
,,ჩემი მუსიკის მასწავლებელი ისე მირტყამდა ხოლმე თავში და ხელებზე და ისე მწიწიკნიდა კანს, ახლა რომ ვფიქრობ , უეჭველი დასაჭერი იყო. ხანდახან პიანინოს თავსახურს დამახეთქებდა ხოლმე თითებზე , როცა მეშლებოდა, შუა დაკვრაში. ექვსი წელი ვიტანდი მასწავლებლის ფიზიკურ თავდასხმებს,ვიდრე მეშვიდე კლასში არ გადავედი . ბოლო წელს, ხელოვნების სკოლას რომ ვამთავრებდი, ძალა ვიპოვე ჩემს თავში და დედაჩემს კატეგორიულად გამოვუცხადე, რომ აღარ ვაპირებდი მუსიკაზე სიარულს. უკვე იმდენად დამოუკიდებელი ტიპი ვიყავი მაგ დროს, დედაჩემმა ცოტა გაიბრძოლა და დამმორჩილდა, დაიჯერა , რომ გამორიცხული იყო ჩემი დაყოლიება. ახლა გამიცოცხლდა ჩემი მუსიკის გაკვეთილების კადრები და დაუჯერებელი ძალადობა იყო,დაუჯერებელი, არადა,იმ დამპალ საბჭოთა კავშირში, საგანმანათლებლო სივრცეებში ,ბავშვებზე ასეთი ძალადობა ითვლებოდა რაღაც ჩვეულებრივ ამბად (ცეკვის მოძალადე მასწავლებელზე გამახსენდა და ხელახლა გავცეცხლდი)”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.