“ეს შურისძიებაა” – ირაკლი კუპრაძე ისევ დაკავებულია

“ლელოს” გენერალური მდივანის ადვოკატი ამბობს, რომ ირაკლი კუპრაძის იზოლატორიდან გათავისუფლებას ხელოვნურად აჭიანურებს “ოცნება, რადგან ამ ფორმით მასზე შურისძიებას ახორციელებს.
უფლებამდაცველი ამბობს, რომ რომ ოპოზიციონერი ლიდერი დღის ბოლომდე უნდა გამოუშვან, რადგან კანონით განსაზღვრული სწორედ დღის ბოლოს იწურება.
კანონით განსაზღვრული ვადა იწურება დღეს დღის ბოლოს, თუმცა, გაუგებარია, რატომ ჰყავთ ირაკლი დღემდე ირაკლი წინასწარი დაკავების იზოლატორში. ეს არის მხოლოდ მის მიმართ შურისძიება, სხვა ლოგიკური ან სამართლებრივი ახსნა, ამას არ შეიძლება ჰქონდეს, არც დღეს, არც გუშინ. ველოდებოიდთ პროცესის ჩანიშნვნას, თუმცა, განზრახ აჭიანურებენ ამ ყველაფერს. ირაკლი კუპრაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ დაკავების დროს, რაც დასტურდება იმით, რომ მას აქვს დაზიანებები, რაც არის კანონის უხეში დარღვევა და იმედია, ამას მოჰყვება რეაგირება”, – აცხადებს ადვოკატი.
ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს 16 აპრილს უკანონოდ დააკავა

ასევე დაგაინტერესებთ