ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეს ყველაფერი თუ ეროვნულ მოძრაობაში არ გადაიზარდა, დაღუპულები ვართ! – დავით ბუშიტაიშვილი

მსახიობი დავით ბუშიტაიშვილი, რომელმაც რუსული კანონი ერთხელ უკვე სცენიდან გააპროტესტა, პარლამენტთან გამართულ აქციაზე იმყოფება:
,,ეს არის კანონი, რომელსაც ავტორიტარიზმისკენ მივყავართ და ვებრძვით ამ ყველაფერს. თუ საქართველოს დავკარგეთ, ყველას დაგვრჩება სამსახურები უკან. მივდივართ რუსეთისკენ და ეს არის ბოლო შანსი ჩვენთვის, ეს ყველაფერი თუ ეროვნულ მოძრაობაში არ გადაიზრდა, მაშინ დაღუპულები ვართ. ოღონდ ის კი არა, რომ მემგონი დაღუპულები ვართ, დაღუპულები ვართ! არ ვიცი აქედან მერე რამენი ათწლეული დასჭირდება და საერთოდ თუ ამოვალთ აქედან“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.