“ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის კიდევ ერთი შეხსენებაა” | ზურაბიშვილი კარბაიას მკვლელობაზე
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობას X-ზე ეხმაურება.
ზურაბიშვილის თქმით, ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის კიდევ ერთი შეხსენებაა.
“ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, კარბაიას სიცოცხლე ემსხვერპლა ადგილობრივი მილიციის სასტიკ მოპყრობას. ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის კიდევ ერთი შეხსენებაა. სამწუხაროა, რომ ასეთი მოვლენები ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის 75-ე წლისთავზეც ხდება,” – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ (ვიტალი) კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სასტიკად სცემეს. მიღებული დაზიანებების გამო, კარბაია საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.