ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ეს საქართველოს ნაკრებია და არა "ნაპოლი"... მათი ჯგუფიდან გასვლა უდიდესი სენსაცია იქნება" - რუსი მწვრთნელი ვილი სანიოლის გუნდის შესახებ

იაროსლავის "შინიკის" მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრი ჩერიშევმა საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დიდი სენსაცია იქნება, თუ ვილი სანიოლი ჯგუფურ ეტაპს დაძლევს.
"საქართველო პირველად მოხვდა ასეთ ძლიერ ტურნირზე. კვარაცხელია ძლიერ ჩემპიონატში თამაშობს, რაც ბევრს ამბობს, მაგრამ საქართველოს ნაკრები "ნაპოლი" არ არის. აქ სხვა ფეხბურთელები თამაშობენ.
ქართველებისგან სიურპრიზს არ მოველი. თუ ისინი ჯგუფს დაძლევენ, დიდი სენსაცია იქნება", - ციტირებს ჩერიშევს Match TV.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.