“ეს იმიტაციაა…” – კრემლი ტრამპის პირობებს არ დასთანხმდება – უშაკოვი

საერთაშორისო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველისა და -სთან მოლაპარაკებებში ს წარმომადგენლის, იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვი სთან დროებითი ზავის დადებით დაინტერესებული არ არის.
“მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიზანი – საკითხის მშვიდობიანი, გრძელვადიანი მოგვარებაა. ჩვენ ამისკენ მივისწრაფვით, მშვიდობიანი მოგვარებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის კანონიერ ინტერესებს გაითვალისწინებს, ჩვენ ცნობილ შეშფოთებებს. რაღაც ნაბიჯები, რომელიც მშვიდობიანი მოქმედებების იმიტაციაა, არავის სჭირდება ამ სიტუაციაში”, – თქვა უშაკოვმა სახელისუფლებო არხის “Россия-1”-ის ეთერში.
უშაკოვის ცნობით, მან ამერიკელ კოლეგას, მაიკლ უოლცს ს პოზიცია გააცნო.
“მე, რა თქმა უნდა, გავაკეთე კომენტარი ამ დროებით ზავზე, დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე. ეს სხვა არაფერია, თუ არა უკრაინული სამხედროებისთვის დროებითი შესვენება”, – აღნიშნა უშაკოვმა.
მანამდე, 11 მარტს საუდის არაბეთში -ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც მ აშშ-ის დელეგაციის ინიციატივა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღო.
ასევე, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ამერიკა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებასა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას დაუყოვნებლივ განაახლებს.
ამ დროისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი პუტინისგან 30-დღიან ზავის შესახებ თანხმობას ელოდება.