ესტონეთის თავდაცვის მინისტრი – ვლადიმერ პუტინის დამამშვიდებელი განცხადებების არ გვჯერა – ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გეგმებს

აპირებს, გააგრძელოს თავდაცვის ხაზის მშენებლობა რუსეთთან საზღვარზე, მიუხედავად ს პრეზიდენტის, ს მტკიცებისა, რომ ის არ აპირებს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმას.
მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა.
პევკურის თქმით, ვლადიმერ პუტინის დამამშვიდებელი განცხადებების არ სჯერა. ის კატეგორიულად უარყოფდა ში შეჭრის გეგმას მანამ, სანამ ქვეყანაში არ შეიჭრა.
“ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გეგმებს მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტს. გჯერათ ვლადიმერ პუტინის იმის შემდეგ, რასაც ის ამბობდა და როგორც იქცეოდა მრავალი წლის განმავლობაში?”, – თქვა მან.
მინისტრის თქმით, ესტონეთი ზრდის მზადყოფნას „და ეს არის ის, რაც ყველამ უნდა გააკეთოს“.
ცნობისთვის, ამერიკელ ჟურნალისთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ არ განიხილავს პოლონეთზე ან ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმას, რადგან რუსეთი ამით დაინტერესებული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები