ერთა ლიგის ფინალური მატჩის შემადგენლობა ცნობილია – განაცხადს მიღმა 3 ფეხბურთელი დარჩა

დღეს, 26 მარტს საღამოს 9 საათზე, დინამო არენაზე ერთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება. მათ შორის გამარჯვებული ივნისში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
გადამწყვეტ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია. ნაკრების მწრთვნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადს მიღმა ანზორ მექვაბიშვილი, საბა საზანოვი და ვლადიმირ მამუჩაშვილიდ დატოვა. ამასთან ერთად, ფინალში ითამაშებს, რომელმაც ნახევარფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.
მცველები: გურამ კაშია (ნაკრების კაპიტანი), ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, საბა კვერკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი.
ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, ლევან შენგელია, ჯაბა კანკავა, გიორგი წიტაიშვილი.
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია.