ენტონი ბლინკენი – ჩვენ ფილიპინების გვერდით ვდგავართ და თავდაცვის ვალდებულებებს ვასრულებთ

ჩვენ ფილიპინების გვერდით ვდგავართ და თავდაცვის ვალდებულებებს ვასრულებთ, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ფილიპინელ კოლეგასთან, ენრიკე მანოლოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ფილიპინების გვერდით ვდგავართ და ჩვენს მტკიცე თავდაცვის ვალდებულებებს ვასრულებთ, მათ შორის ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულების ფარგლებში“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
„ეს საზღვაო მარშრუტები ფილიპინებისთვის კრიტიკულია, მათ შორის, მისი ეკონომიკისთვის და უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ასევე, მნიშვნელოვანია რეგიონის, აშშ-ისა და მსოფლიოს ინტერესებისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ცნობისთვის, მომავალ თვეში, აშშ, იაპონია და ფილიპინები ვაშინგტონში ერთობლივ სამიტს გამართავენ, სადაც მხარეები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის ქმედებებსა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე დღეს „ქართული ოცნება“ აყენებს, რუსული კანონის მიზანიც ესაა – წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს