ენტონი ბლინკენი – აშშ მხარს არ უჭერს უკრაინაში სამხედროების საბრძოლველად გაგზავნას, მაგრამ გვინდა უკრაინას დავუჭიროთ მხარი

დასავლეთის ქვეყნების სამხედროების ში გაგზავნის წინააღმდეგია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის იდეას ეწინააღმდეგება, ვინაიდან, არ სურს “ამ კონფლიქტის მხარე გახდეს.”
“აშშ მხარს არ უჭერს უკრაინაში სამხედროების საბრძოლველად გაგზავნას. ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ პირველივე დღიდან: დაინტერესებული არ ვართ იმაში, რომ ამ კონფლიქტის მხარე გავხდეთ, მაგრამ გვინდა უკრაინას დავუჭიროთ მხარი, რომელიც რუსული აგრესიისგან იცავს თავს”, – განაცხადა ბლინკენმა.
ამ კონტექსტში მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ახლა ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ ს აგრესია ნატოს ქვეყნებზეც შეიძლება გავრცელდეს.
“ახლა ვხედავთ, რომ რუსეთი მთლიანად ჩათრეულია უკრაინის შიგნით აგრესიულ ომში, მაგრამ არ გვაქვს ინდიკატორები და გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ ნატოს ტერიტორიაზე რუსეთის ომი გარდაუვალია”, – განაცხადა ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ