ენმ ქუთაისში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, და ს პირადი წარმომადგენელი, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეებს შეხვდნენ და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ხაბეიშვილის განცხადებით, არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება, სანამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხმა ყველა რეგიონიდან უნდა ისმოდეს.
16 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყეს.
როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, 3 მარტს შეგროვებულ ხელმოწერებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.