ემანუელ მაკრონი ბირთვულ ომთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე – ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ვართ ბირთვული ძალა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ბირთვულ ომთან დაკავშირებით რუსი კოლეგის, ს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საფრანგეთმა დაცულად უნდა იგრძნოს თავი, რადგან ის ბირთვული სახელმწიფოა. საფრანგეთის ლიდერმა ტელეკომპანია TF1-თან და France 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მუქარა შეუსაბამოა, როცა „შენ გაქვს ბირთვული იარაღი“.
„ჩვენ, პირველ რიგში, დაცულად უნდა ვიგრძნოთ თავი, რადგან ჩვენ ვართ ბირთვული ძალა. ჩვენ მზად ვართ, გვაქვს დოქტრინა“, – განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთი მზად არის ბირთვული ომისთვის, თუმცა ის ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საფრთხე შეექმნება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას და ზიანი მიადგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …