ევრო 2024. ნაკრებების განაცხადი, შესაძლოა, 26 ფეხბურთელამდე გაიზარდოს

The Athletic-ის ცნობით, უეფამ შეიძლება ევრო 2024-ზე ნაკრებებს განაცხადში 23-ის ნაცვლად 26 ფეხბურთელის შეყვანის უფლება მისცეს.
უეფამ მხედველობაში ზოგიერთი ნაკრების მწვრთნელის კომენტარი გაითვალისწინა და საბოლოო გადაწყვეტილებას 8 აპრილს კონგრესზე მიიღებს, რომელსაც ტურნირის ყველა გუნდის წარმომადგენელი დაესწრება.
2020 წელს უეფამ ნაკრებებს ევროპირველობაზე განაცხადის გაზრდის უფლება კოვიდის პანდემიისას გადატვირთული კალენდრის გამო მისცა, ერთი წლის შემდეგ კი ფიფამ გუნდებს მსოფლიოს ჩემპიონატზე განაცხადში ასევე 26 მოთამაშის შეყვანის ნება დართო.