ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროსაბჭო ქმნის სპეციალურ ტრიბუნალს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამოსაძიებლად

ევროსაბჭო ქმნის სპეციალურ ტრიბუნალს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამოსაძიებლად

ევროპის საბჭო ქმნის სპეციალურ ტრიბუნალს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამოსაძიებლად. შესაბამის შეთანხმებას დღეს, 25 ივნისს სტრასბურგში მოაწერენ ხელს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ბერსეს შესაბამისი უფლებამოსილება 24 ივნისს მიანიჭა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, სამართლიანობა უკრაინისთვის არ მოიცდის და ევროსაბჭოს ფარგლებში შექმნილი სპეციალური ტრიბუნალი პასუხს მოსთხოვს მათ, ვინც გაეროს წესდების დარღვევით ძალა გამოიყენა.
ბერსეს თანახმად, ტრიბუნალი ორმაგი სტანდარტების გარეშე გამოიყენებს საერთაშორისო სამართლს და დაადასტურებს რომ ევროპის უსაფრთხოება ეფუძნება არა დუმილს, ან დაუსჯელობას, არამედ კანონს, პრინციპებსა და მოქმედებას.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ფაქტებს და უკვე გაცემული აქვს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის, ბავშვთა უფლებების კომისარ ლვოვა-ბელოვას, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, შოიგუს, გენშტაბის უფროს გერასიმოვის და სხვა რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის დაპატიმრების ორდერები.
ევროპის საბჭოს განმარტებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იურისდიქციიდან გამომდინარე შეზღუდვების გამო ვერ განიხილავს აგრესიის დანაშაულს და ამ ვაკუუმს სწორედ ახალი სპეციალური ტრუბუნალი შეავსებს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.