არქივი16 აპრილი, 2024, 00:31
ევროპარლამენტარი თიის როიტენი - საქართველოში რუსეთის მოკავშირეები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან, მაგრამ ძლიერი პროევროპელი ხალხი ამბობს: „არა რუსულ კანონს“
საქართველოში რუსეთის მოკავშირეები ქვეყნის ევროკავშირის პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, თიის როიტენი აცხადებს.
„თბილისში დაკავებები იწყება. საქართველოში რუსეთის მოკავშირეები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. მაგრამ საქართველოს ძლიერი პროევროპელი ხალხი ამბობს: „არა რუსულ კანონს“. „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“, - წერს ევროპარლამენტარი თიის როიტენი X-ზე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.