ევროზონაში სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობამ 88,6% შეადგინა

ევროპის სტატისტიკურმა სამსახურმა (ევროსტატი) გამოაქვეყნა 2023 წლის მეოთხე კვარტალის სახელმწიფო ვალისა და 2023 წლის ბიუჯეტის დეფიციტის ევროკავშირისა და ევროზონის მონაცემები.
მონაცემების მიხედვით, ევროზონაში სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობა, რომელიც მესამე კვარტალში 89,6% იყო, ბოლო კვარტალში 88,6%-მდე შემცირდა.
ევროკავშირში სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან, რომელიც მესამე კვარტალში 82,4% იყო, მეოთხე კვარტალში 81,7%-ით შეფასდა.
2022 წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ევროკავშირში 83,4% და ევროზონაში 90,8%-ით განისაზღვრა.
მეორე მხრივ, მთლიანმა სახელმწიფო ვალმა ევროზონაში 12 ტრილიონ 732 მილიარდ ევროს მიაღწია, ხოლო ევროკავშირში 13 ტრილიონ 863 მილიარდ ევროს.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის 2023 წლის ბოლო კვარტალში მშპ-სთან თანაფარდობით 161,9%, ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალი ჰქონდა საბერძნეთს.
მას მოსდევს იტალია 137,3%-ით, საფრანგეთი – 110,6%-ით, ესპანეთი – 107,7%-ით და ბელგია 105,2%-ით.
აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ვალის ყველაზე დაბალი შეფარდება მშპ-სთან ჰქონდა ესტონეთს – 19,6%, ბულგარეთს – 23,1%, ლუქსემბურგს – 25,7% და ს – 29,3%.