ერდოღანის განცხადებით, ისრაელთან ვაჭრობის შეწყვეტა $9,5 მლრდ-ის სავაჭრო ბრუნვაზე მოახდენს გავლენას

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელთან ვაჭრობის შეწყვეტა გავლენას მოახდენს 9,5 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვაზე, ამის შესახებ Anadolu იუწყება.
ერდოღანმა ისრაელთან ვაჭრობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დროს ს პრემიერ-მინისტრის ს ქმედებებით ახსნა.
ერდოღანის თქმით, ღაზის სექტორში ოპერაციის დროს „ისრაელმა სასტიკად მოკლა 40 ათასიდან 45 ათასამდე პალესტინელი“.
თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა განაცხადა, რომ ისრაელთან ვაჭრობის შეჩერება ღაზის სექტორში ცეცხლის საბოლოოდ შეწყვეტამდე გაგრძელდება. თურქეთის კიდევ ერთი მოთხოვნაა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა.
გასულ თვეში თურქეთმა გამოაცხადა ისრაელისთვის საექსპორტო შეზღუდვების დაწესება, კერძოდ, მათ ექვემდებარებოდა 54 კატეგორიის საქონელი, მათ შორის ცემენტი, ფოლადი, ალუმინი, რკინის სამშენებლო მასალები და აღჭურვილობა.
2 მაისს თურქეთის პორტის ადნისისტრაციას დაევალა შეეჩერებინა ტვირთების გაგზავნა ჰაიფასა და აშდოდის პორტებში, ასევე შეეჩერებინა ტვირთების გადმოტვირთვა ისრაელიდან.
ზოგიერთმა დასავლურმა მედიამ თურქეთში წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანკარამ ისრაელთან სავაჭრო ურთიერთობა მთლიანად შეწყვიტა.