აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან 4 თვეში $525,5 მლნ-ის ექსპორტი განხორციელდა

აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის (DKİB) ინფორმაციით, წლის 4 თვეში ტრაპიზონიდან 408 მილიონ 859 ათასი, რიზედან 68 მილიონ 837 ათასი, ართვინიდან – 30 მლნ 57 ათასი და გუმუშჰანედან 17 მილიონ 747 ათასი დოლარის ექსპორტი განხორციელდა.
საექსპორტო პროდუქტებს შორის თხილი 258 მილიონ 101 ათას 314 დოლარით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზეა წყალი და სასმელები 66 მილიონ 915 ათას 766 დოლარით, მესამეზე კი ახალი ხილი და ბოსტნეული 64 მილიონ 336 ათასი დოლარით.
მიმდინარე წლის 4 თვეში აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონიდან ექსპორტი 120 ქვეყანაში განხორციელდა.
ყველაზე მეტი ექსპორტი განხორციელდა იტალიაში, რუსეთში, საქართველოში, გერმანიაში და ჩინეთი.
ჩინეთში ექსპორტი 46%-ით, საქართველოში ექსპორტი 19%-ით და გერმანიაში ექსპორტი 1%-ით გაიზარდა.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი ვიეტნამში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ისლანდიაში, ფინეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ში, იორდანიაში, ჩეხეთში, ტუნისსა და ესტონეთში.