“ეგ მდიდარი ადამიანები მოიპოვებენ საუკეთესო ხედს ქალაქზე, რომელიც თავად დაამახინჯეს, მოიპოვებენ უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ქალაქში, რომელშიც თავად გახადეს ცხოვრება აუტანელი და ა.შ.”

“ქალაქში ცათამბრჯენების შენების ერთ-ერთი არგუმენტია წარმოდგენა იმის შესახებ, რომ რადგან ცათამბრჯენები განვითარებულ ქვეყნებშია, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ ცათამბრჯენი განვითარების ნიშანია და ამიტომ კარგია.
სინამდვილე სხვა ამბავს ყვება.
კარგი არის ის, რაც რაღაც ფუნქციას ასრულებს ყველაზე კარგად. კარგი თხილამური ლამაზი თხილამური კი არ არის, ყველაზე კარგად რომელიც გასრიალებს აი ეგ არის ყველაზე კარგი და რაც არ უნდა უცნაურად გვეჩვენებოდეს, ყველაზე ლამაზიც. ამიტომაც არის კარგისა და ლამაზის გამაერთიანებელი სიტყვა “მშვენიერი”. ორივეს ერთიანობას აღნიშნავს. მშვენიერია სამუარაის ხმალი, რომელიც ყველაზე მაგრად ჭრის, და არა ის, რომელიც ყველაზე მეტ იეროგლიფს იტევს ხმლის პირზე “ლამაზად”.
მაგრამ ამ მეორე სილამაზის ჩასაწვდომად ცოდნაა საჭირო. ვინც ხმალს ვერ ხმარობს, ის ვერ განარჩევს რეალურად კარგ ხმალს გარეგნულად კარგი მხლისაგან. პაოლო კოელიო ძალიან ლამაზ წინადადებს წერს, მაგრამ რა? კარგ ლიტერატურად ითვლება?
ცათამბრჯენებსაც იგივე ეხება.
ცათამბრჯენს აქვს თავისი ფუნქცია და ფუნქცია ეს, გამომდინარეობს საჭიროებიდან. და სად გაჩნდა ცათამბრჯენის საჭიროება? იქ, სადაც პოპულაცია სწრაფად გაიზარდა და იქ, სადაც ამ პოპულაციის დასატევი ადგილი ფიზიკურად არ იყო. შესაბამისად, ქალაქი განში კი არ გაიზარდა, რაც ბუნებრივი პროცესია, არამედ მესამე განზომილებაში წავიდა. მანჰეტენს დააკვირდით. გარშემო არის წყალი. ამიტომ ვერ გაფართოვდა ნიუ იორკი კანში და ამიტომ ავიდა ზევით. აქედანაც ცათამბრჯენი. მორჩა.
ზუსტად ამ მიზეზის გამო ცათამბრჯენი ნიუ იორკში არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც საუკეთესოდ ასრულებს მის ფუნქციას და ამიტომ არის კარგი, ხოლო ცათამბრჯენი თბილისში არის ანომალია, რომელიც ვერანაირ რეალურ ფუნქციას ვერ ასრულებს, ორის გარდა: წარმოადგენს “განვითარების” სიმულაციას და ამდიდრებს მდიდარ ადამიანთა ვიწრო წრეს, რომელიც ამ ბიზნესშია ჩართული – მერიდან დაწყებული “დეველოპერებით” დამთავრებული.
თბილისს თუ გაზრდა უნდა განში გაიზარდოს. წავკისი და წყნეთი არ შემოუერთეს თბილისს? დიღომი სრულიად ათვისებულია? თბილისის ზღვა? რუსთავისკენ?
აა, შორია? და რომელ დიდ ქალაქში არ არის დისტანცია ცენტრსა და გარეუბანს შორის შორი? ეგ არის არგუმენტი ქალაქის ცენტრის გადაჭედვის? არა. არ არის არგუმენტი.
მოკლედ ცათამბრჯენებზე საუბრისას არ მისცეთ არავის საშუალება, რომ ეს ფსევდოარგუმენტები იძახონ რომ “არ ავაშენოთ?”, “არ განვვითარდეთ?”, “ქოხებში ვიცხოვროთ?”. ეს ვითომ არგუმენტები რამეს კი არ ცხადყოფენ, არამედ მალავენ სიმართლეს: რომ ცათამბრჯენების მიღმა დგას მდიდარი ხალხის ინტერესები და სხვა არაფერი. ეგ მდიდარი ადამიანები მოიპოვებენ საუკეთესო ხედს ქალაქზე, რომელიც თავად დაამახინჯეს, მოიპოვებენ უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ქალაქში, რომელშიც თავად გახადეს ცხოვრება აუტანელი და ა.შ. ჩვენ კი ასე ზოოპარკივით შევხედავთ ხოლმე ამ სიმდიდრის ძეგლებს და გავაგრძელებთ წვალებას. ოღონდ ამ ზოოპარკში ჩვენ თავად ვართ ცხოველები. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა, არ გვაქვს თავისუფლება რომ რამე შევცვალოთ… ჩვენი დამთვალიერებლები კი “ელიტური” თბილისური საცხოვრებლიდან ბახმაროში ჩაშენებულ “ელიტურ” სასტუმროში გადაფრინდებიან ხოლმე და ჩვენი კნავილიც არ შეაწუხებთ.
არ იფიქროთ, რომ კარგს როდესაც აკეთებენ, მაგას ვერ ვხედავ ხოლმე. აი ბასლეინები ხომ გაკეთდა? მერე რა, რომ ეგეც საბოლოო ჯამში თავისთვის გაიკეთეს რომ შეუჩერებლად იარონ მდიდრებმა ქალაში. მერე რა, რომ სანამ ჩვენ გვეუბნებიან რომ ამოცანა გზების განტვირთვაა, თავადვე აშენებენ ცენტრში, გზისპირებზე ცათამბრჯენებს, რომელიც სიტუაციას უფრო და უფრო ამძიმებს.
თუმცა ხო, აი ცალკე რომ შეხედო, პოლიტიკის სხვა ელემენტებს რომ არ შეხედო, ბასლაინი მაგარია. უი ხო, ევროპაშიც ხომ მასეა და მაგიტომ,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .
შეგახსენებთ, რომ თბილისში 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება, ვრცლად ამის შესახებ იხილეთ აქ

ასევე დაგაინტერესებთ