,,დღის ანეგდოტი!“ – რას წერს გახარიას პარტიაზე ნოდარ მელაძე
ტვ პირველის საინფორმაციოს ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სოციალირ ქსელში წერს:
,,დღის ანეგდოტი!
გიორგი გახარიას პარტიის მტკიცებით ტვ პირველი ეხმარება, “კორუმპირებილ მოქმედ პრემიერს (კობახიძეს) პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში”
თურმე არ უნდა, გაიხსენოს ჟურნალისტმა, რომ გახარიამ დაიწყო განკარგულებების დამალვა, ვებ გვერდის რეკონსტრუქციის მოტივით – მთავრობის სტრატკომი სად არის ვებ გვერდი იქნებ გვითხრათ, 2020 წელს რომ დაიწყეთ განახლება?
გახარია, რომ პრემიერი იყო, მასზეც ვაკეთებდით რეპორტაჟებს.
გახარიას რუსული პასპორტიც, ჩვენი ნაპოვნი იყო, ჯერ კიდევ შაბათის კურიერში.
გახარიას სახლის მფლობელის საეჭვო გამდიდრების ამბავიც ჩვენი მოძებნილი იყო 2020 წელს.
ღარიბაშვილი რომ პრემიერი გახდა, მისი ტყეც, სამთავრობო თვითმფრინავით ფრენაც, ცოლის დაბადების დღეც, მამის ქონებებიც და კიდევ სხვა არა ერთი ამბავიც ჩვენი ნაპოვნი იყო.”
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.