დღეს, 16 ოქტომბერს, რუსთაველზე მოქალაქეთა აპარტიული ჯგუფი ანტიკრიზისულ პლატფორმას წარადგენს

დღეს, 16 ოქტომბერს, 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, ილიას და აკაკის ძეგლის მიმდებარედ, მოქალაქეთა აპარტიული ჯგუფი ანტიკრიზისულ პლატფორმას წარადგენს.
“პლატფორმა წარმოადგენს ქვემოდან-ზემოთ (bottom-up) ინიციატივას, რომელიც მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას, პროფესიონალიზმს, ანალიტიკურ მუშაობასა და დემოკრატიული, ევროპული ღირებულებების დაცვას ეფუძნება.
პლატფორმის მიზანია შექმნას კრიზისიდან საქართველოს მშვიდობიანად და სისტემურად გამოყვანის ანტიკრიზისული გეგმა, გააერთიანოს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და გააჩინოს სივრცე, სადაც თითოეული მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია.
ანტიკრიზისული პლატფორმის წარმომადგენლის, ნინო შარაშიძის თქმით, პლატფორმაზე აპარტიული მოქალაქეები მუშაობენ და გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქვეყნის კეთილდღეობის სურვილია. გუნდი იურისტებს, პოლიტიკური მეცნიერებების წარმომადგენლებს, ექიმებს, დიპლომატებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ეკონომისტებს, ყოფილ საჯარო მოხელეებსა და სხვა სფეროებში კომპეტენტურ მოქალაქეებს აერთიანებს”, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
პლატფორმა ღიაა ყველასთვის, ვინც აცნობიერებს ქვეყნის კრიზისის სიღრმეს, ვისაც სჯერა, რომ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და ენერგიას საერთო საქმის გამყარება შეუძლია:
“გვინდა შემოგვიერთდნენ ადამიანები, ვისაც არ აქვს პარტიული მიკუთვნება და არ ელოდება მითიურ ლიდერებს. ვინც მზადაა, პასუხისმგებლობის აღებისთვის და რეალური მოქმედებისთვის,” — აღნიშნავენ პლატფორმის წარმომადგენლები.
პლატფორმაში გაწევრიანება ხდება ვებგვერდზე – www.chvenia.ge მოკლე ფორმის შევსებით, რომელიც იდეების გაზიარებისთვის და ერთობლივი მუშაობისთვის შესაძლებლობას თითოეული მოქალაქისთვის ხსნის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს